არნე სლოტი: "ასეთ მომენტებში ჟოტა შემყავდა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულმა პრემიერ ლიგა სანახაობრივი გამარჯვებით დაიწყო. ენფილდზე ბორნმუთი 4:2 დამარცხდა.
ანგარიში და შესაბამისად 2025/26 წლების პრემიერ ლიგის სეზონის გოლების ათვლა უგო ეკიტიკემ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ახალწვეულმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ლამაზი გოლი კი კოდი გაკპომ გაიტანა. ამის შემდეგ ბორნმუთმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო - დუბლი ანტუან სემენიომ შეასრულა.
არნე სლოტმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, რამაც შედეგი გამოიღო, ფედერიკო კიეზამ მასპინძლები წინ გაიყვანა, მოჰამედ სალაჰმა კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩისშემდგომ ინტერვიუში ემოციები ვერ შეიკავა ლივერპული მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც დიოგუ ჟოტაზე ისაუბრა
2:2-ზე ყველამ იცოდა, რომელ ფეხბურთელს შევიყვანდი მინდორზე. გამიხარდებოდა, რომ დიოგუ იქ ყოფილიყო. მაგრამ საშინელმა მიზეზმა ეს შეუძლებელი გახადა. მისი საქმე სხვა მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა შეასრულეს - არნე სლოტი
ლივერპული მეორე ტურის მატჩს 25 აგვისტოს, სტუმრად, ნიუკასლის წინააღმდეგ გამართავს.