Belive

ფოდენმა სიტისთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფილ ფოდენმა მანჩესტერ სიტისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი "ქალაქელებისგან" შეთავზებულ პირობებს დათანხმდა და "ეტიჰადზე" 2030 წლამდე დარჩება. მის ძველ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ივნისში გასდიოდა.

ჩემი მომავლის სიტისთვის მიძღვნა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ამ კლუბისთვის თამაში ყოველთვის მსურდა და ამ მაისურით თამაში მუდამ პატივსაცემია. იღბლიანი ვარ, რომ ამ კლუბის ისტორიული პერიოდის ნაწილი ვიყავი, როდესაც უამრავი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით და ვცდილობთ უფრო მეტი მოვიგოთ. - განაცხადა ფილ ფოდენი

ფოდენს სიტის მაისურით 411 შეხვედრა აქვს გამართული და 81 საგოლე გადაცემასთან ერთად, 131 გოლიც აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ ფილმა "ქალაქელებთან" ერთად 6 პრემიერ ლიგა, 3 FA თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 2 ინგლისის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერ თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები