Belive

ჯეიმი კარაგერი: "ისაკი არ არის იმ დონის, რომ 150 მილიონი ღირდეს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რაც დრო გადის, ალექსანდრ ისაკის ლივერპულში ტრანსფერის შესახებ უფრო და უფრო ბევრი იწერება, თუმცა საქმე სხვანაირად მიდის - შვედი ფორვარდი ნიუკასლის ვარჯიშებს დაუბრუნდა და კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად 2 ოფიციალური შეთავაზებისა, არც ალექსანდრ ისაკი გადავა ლივერპულში.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა რაც დრო გადის, ისაკისა და ლივერპულის გზები ერთმანეთს უფრო შორდება.

ისაკის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ, ლეგენდარულმა ლივერპულელმა მცველმა - ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა, რომელმაც კლუბს ურჩია, რომ 25 წლის შვედ ფორვარდს ლივერპულმა თავი დაანებოს.

,,რაღა საჭიროა ალექსანდრ ისაკი? 80 მილიონად შეძენილი ეკიტიკე ლივერპულმა სათადარიგოთა სკამზე უნდა დასვას? თანაც, არ მგონია ისაკი იმ დონის იყოს, რომ მის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტის გადახდა ღირდეს. ამდენ ფულს მე პირადად მხოლოდ კილიან მბაპეში გადავიხდიდი..." - ჯეიმი კარაგერი

შეგახსენებთ, რომ ლივერპული 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. მათ, ფლორიან ვირცის, უგო ეკიტიკეს, მილოშ კერკეზისა და ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერში 260 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯეს.

მიუხედავად უზარმაზარი დანახარჯებისა, მერსისაიდული გრანდი მზადაა, ნიუკასლიდან ისაკის გადასაყვანად რეკორდული თანხა გადაიხადოს.

სხვა სტატიები