Belive

ჯეიმი კარაგერი: "არსენალს მხოლოდ ერთი გუნდი თუ გაუწევს კონკურენციას"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია, არსენლს, პრემიერ ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში, ხელი შეუშალოს და ეს, მანჩესტერ სიტია. ყოფილი ფეხბურთელი ამ ვარაუდს ბოლოდროინდელ ტრანსფერებზე დაყრდნობით გამოთქვამს. მანჩესტერ სიტიმ, გუშინ, ენცო ფერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გუნდს, ცოტა ხნის წინ, ასევე შეურეთდა აიუბ ბუადი. ეს ორი ფეხბურთელი, ნახევარდაცვის ხაზში, ელიოტ ანდერსონთან ერთად, საკმაოდ ძლიერ ტრიოს ქმის. კარაგერის აზრით, ენცოს მანჩესტერელთა ლურჯ ბანაკში გადაბარგება, "ქალაქელებს", არსენალთან რბოლაში, ჩელსიზე წინ აყენებს. ამ საკითხზე, ლივერპულის ლეგენდარულმა ფეხბურთელამა, Sky Sports-თანაც ისაუბრა.

ვფიქრობ, ეს გარიგება, მანჩესტერ სიტის, ჩელსიზე წინ აყენებს. ჩემთან ერთად, ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ჩელსის ძალიან კარგი სეზონი ექნებოდა. ეხლაც იგივე აზრზე ვარ, თუმცა მათ ენცო ფერნანდესი დაკარგეს, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. თანაც არგენტინელი მანჩესტერ სიტიში გადავიდა, რომელიც ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე სეზონის სტარტზე. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ისინი არსენალის მთავარი კონკურენტები იქნებიან.

სიტისთვის, როდრის დაკარგვა დიდი დანაკლისი იყო და მიმაჩნდა, რომ მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, სიტი ისეთ სამ ნახევარმცველს დაიმატებდა, როგორებიც ელიოტ ანდერსონი, აიუბ ბუადი და ენცოა. ეს ტრანსფერები, მანჩესტერ სიტის არსენალის მთავარ კონკურენტად აქცევს. - აღნიშნა კარაგერმა

ჩელსი, შემდეგ ტურში, სწორედ არსენალს დაუპირისპირდება. მანჩესტერ სიტი კი, "ეტიჰადზე" ქოვენთრის მიიღებს. ამ ეტაპზე, ორი ტურის შემდეგ, სამივე გუნდს 6 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია.

სხვა სტატიები