"ჯეიდონს ეს, სერ ალექსის დროს რომ გაეკეთებინა, მანჩესტერისთვის ვეღარასდროს ითამაშებდა" - ბენ ფოსტერი
როგორც მოგეხსენებათ, "არსენალთან" წაგებულ შეხვედრაში ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში ვერ მოხვდა. ერიკ ტენ ჰაგმა ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ ახალგაზრდა ინგლისელი ვარჯიშზე სათანადოდ არ იხარჯება. მთავარი მწვრთნელის ამ სიტყვებს ჯეიდონმა შემდეგი განცხადებით უპასუხა:
გთხოვთ, რასაც კითხულობთ ყველაფერს არ დაუჯეროთ. ხალხს ტყუილების თქმის უფლებას არ მივცემ. ამ კვირაში ვარჯიში ძალიან კარგად ჩავატარე. მე მჯერა, რომ ამ საკითხს სხვა მიზეზები აქვს, რასაც არ ჩავუღრმავდები, მე დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ, რაც არ არის სამართლიანი! ერთადერთი, რისი გაკეთებაც მსურს ღიმილიანი სახით ფეხბურთის თამაში და ჩემი გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანაა. პატივს ვცემ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი იღებს, ვთამაშობ ფანტასტიკურ ფეხბურთელებთან და ამისთვის მადლობელიც ვარ. რაც არ უნდა მოხდეს მე ამ გუნდისთვის ბრძოლას გავაგრძელებ.
-
აშკარაა, რომ მთავარ მწვრთნელსა და ახალგაზრდა შემტევს შორის დაძაბულობა არსებობს. გულშემატკივარში ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნულ დაძაბულობაზე კომენტარი გააკეთა გუნდის ლეგენდამ, რიო ფერდინანდმაც.
არ არსებობს ჯეიდონმა ასეთი განცხადება გაავრცელოს თუ თვლის, რომ კარგად არ ითამაშა. სწორედ ეს არის განსხვავებაც. თუ ფეხბურთელი თვლის, რომ კარგად ივარჯიშა, შესაძლოა მწვრთნელს განსხვავებული სტანდარტები ჰქონდეს. ამ პრობლემის მოგვარების ორი შანსი არსებობს. ახლა მხოლოდ ერთი ფანჯარა არის ღია და ეს საუდის არაბეთია. არსებობს მეორე ვარიანტიც, რჩები სათადარიგოთა სკამზე და სეზონის ბოლომდე ვერ ხვდები გუნდის განაცხადში.
Is there a way back for Sancho after tonight’s statement?https://t.co/admQIWh9De#MUFC https://t.co/jENiP9wh9R pic.twitter.com/T6CevAgf7N
— Rio Ferdinand (@rioferdy5) September 4, 2023
ფერდინანდისგან განსხვავებით, უფრო მკაცრი იყო ბენ ფოსტერი. "წითელი ეშმაკების" ყოფილმა მეკარემ აღნიშნა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის დროს ასეთი საქციელის გამო, სანჩო გუნდს დატოვებდა.
ჯეიდონ სანჩო სერ ალექს ფერგიუსონის დროს, ასეთი საქციელის გამო "მანჩესტერ იუნაიტედში" მზის შუქს ვეღარასდროს იხილავდა. ის ვეღარასდროს ითამაშებდა გუნდში და არც სავარჯიშო მოედანზე დაუშვებდნენ. - ამბობს ბენ ფოსტერი
Former Man United keeper Ben Foster on Jadon Sancho’s statement 🗣 pic.twitter.com/YYb8fxaqgw
— ESPN UK (@ESPNUK) September 4, 2023
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2021 წელს, £73 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სადებიუტო სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ბოლო სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 41-ჯერ მოირგო "მანჩესტერის" მაისური და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. პირველ სამ ტურში სანჩო საწყის თერთმეტეულში იყო, თუმცა, თამაშის საშუალება არ მიეცა. ბოლო ტურში "არსენალის" წინააღმდეგ კი, ახალგაზრდა ინგლისელი განაცხადს მიღმა დარჩა.