მესის 10-ნომრიანი მაისური კვლავ ვაკანტურია - სკალონი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს!
ლეო მესის ფენომენალური სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, 10-ნომრიანი მაისური კვლავ ვაკანტურია. არგენტინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ სკალონის პირადი გადაწყვეტილებით, მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე, 10-ნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს.
TyC Sports-ის მტკიცებით, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და იმ იდეალური კანდიდატურის მოლოდინშია, რომელიც ამ საკულტო ნომრის ტარების ღირსად ჩაითვლება. ნოემბრის თვეში ალბისელესტე 2 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს - 14 ნოემბერს არგენტინა ურუგვაის, ხოლო 18 ნოემბერს კოსტა რიკას დაუპირისპირდება.
🚨🔟 Lionel Messi’s iconic No10 shirt will not be used by any other Argentina player in the upcoming international break, reports TyC Sports.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 5, 2026
Decision made by Scaloni, waiting to pick the ‘next’ number 10 for Argentina. pic.twitter.com/BaXpfRJAmC
შეგახსენებთ, რომ მესი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2005-2026 წლებში იცავდა - ეპოქალური სანაკრებო კარიერის განმავლობაში, მესიმ ალბისელესტეს მაისური 208 მატჩში მოირგო და 126 გოლი გაიტანა.
ლეო მესის მეთაურობით, არგენტინამ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 2021, 2024 წლებში კოპა ამერიკა, ხოლო 2022 წელს ფინალისიმა მოიგო.