ჯანო ანანიძე: "ხვიჩას არაერთი შემოთავაზება აქვს, თუმცა ნაპოლიში უნდა დარჩეს..."
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა - ჯანო ანანიძემ, ცნობილ რუსულ სპორტულ გამოცემასთან "Sport-Express"-სთან, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"მე ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს არის ტოპ ინგლისური კლუბები. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარა "ნაპოლიში" მინიმუმ კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს: მოიგოს იტალიის ჩემპიონატი და ყველას დაუმტკიცოს, რომ იგი საუკეთესოა. შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში უნდა წავიდეს.
კვარაცხელიას შეუძლია, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას ამისთვის აბსულუტურად ყველაფერი აქვს.
ჯერჯერობით საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი კახა კალაძეა, რომელსაც 2 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული".
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა 2022 წელს, 29 წლის ასაკში დაასრულა. კარიერის განმავლობაში ძირითადად რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, კარიერის ბოლო წლებში კი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა.