Belive

ჯანლუიჯი ბუფონი: "ის რასაც ნაპოლი კვარას და ოსიმენის მეშვეობით აკეთებს, იტალიაში არასდროს მინახავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და ქართველი ვარსკვლავის როლზეც გაამახვილა ყურადღება.


"რომაში" ყოფნის წლებიდან სპალეტიმ აჩვენა, რომ მას რაღაც განსხვავებული ჰქონდა. შემდეგ საუბრობდნენ, რომ სეზონის გარკვეულ მომენტში მისი გუნდები რელსებიდან გამოდიოდნენ, მაგრამ მე არ მჯერა ამ ჭორების. სიმართლე ამ მხრივ ისაა, რაც წელს ვნახე: "ნაპოლი" უნიკალური გამოფენაა იტალიური ფეხბურთისთვის. საზღვარგარეთ ისინი ნამდვილად ხედავენ გუნდს, რომელიც მხიარულია, რომელიც თამაშობს ნამდვილ ფეხბურთს.

ვფიქრობ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველაზე სუსტი კლუბი ლისაბონის "ბენფიკა" იყო, ახლა კი მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ შესაძლებელია ისინი, "ნაპოლის" დაუპირისპირდნენ, წინსვლის შანსი რამდენად ექნებათ რთული სათქმელია. მით უმეტეს, რომ ის, რასაც "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დამსახურებით აკეთებს, იტალიაში არასდროს მინახავს. თითქოს ეს რაღაცით მაურიციო სარის "ლაციოს" მაგონებს, მაგრამ ამჟამინდელი "ნაპოლი" უფრო ამაღელვებელია.

არ ვიცი, აძლიერებს თუ არა გუნდს ის ფაქტი, რომ უკან მეტოქე არ ჰყავს, თუმცა, ისინი იგებენ ყველა თამაშს განიარაღებული სიმარტივით. ცხადია, როცა 20 ქულის სხვაობა გაქვს, ეს შეიძლება დაგვეხმაროს.

ვფიქრობ, "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე წილისყრაში გაუმართლა, რადგან იტალიურ კლუბს შეხვდა და ამ მატჩებს ისე მიუდგება, როგორც სერია A-ს მატჩს. ასე ვგრძნობდი თავს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა "მილანს" ვხვდებოდით და ყველა ფეხბურთელს ძალიან კარგად ვიცნობდი. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, რომ ეს გზა ბოლომდე გაიარონ და ამით ბედნიერი ვიქნები", - თქვა ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ.


ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

რაც შეეხება უშუალოდ "ნაპოლის", საქართველოს ნაკრების ლიდერის გუნდი იტალიის სერია A-ში 27 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლაციოსთან" 18-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ნეაპოლიტანელები მეოთხედფინალურ ეტაპზე იმყოფებიან და თანამემამულე "მილანს" ხვდებიან. შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში, "მილანის" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები