Belive

ჯანლუიჯი ბუფონის შვილი ჩეხეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი ბუფონისა და მოდელის ჩეხი ალენა შერედოვას ვაჟი, ლუი ბუფონი ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრების განაცხადშია. 17 წლის შემტევი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამჟამად იტალიური "პიზას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.

ჩეხეთის ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვაცლავ ჯილეკმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

18-წლამდელები 23-დან 26 თებერვლამდე ჩეხეთის ქალაქ პისეკში ივარჯიშებენ, მარტში მათ პორტუგალიაში გასამართი მატჩებისთვის შეარჩევენ, რის შემდეგაც ისინი ინგლისს, პორტუგალიასა და საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.