ფლუმინენსეს მეკარემ ბუფონის რეკორდი გააუმჯობესა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა ფლუმინენსესა და მამელოდი სანდაუნსს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.
ბრაზილიური გუნდის მეკარემ, ფაბიომ, კარიერაში გოლი 507-ე მატჩში არ გაუშვა, რითაც ლეგენდარული იტალიელის - ჯანლუიჯი ბუფონის (506) რეკორდი გააუმჯობესა.
ასეთი შედეგის დასაფიქსირებლად ფაბიოს 1 372 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ჯიჯიმ კი ეს 1 151 თამაშში შეძლო.
ფაბიოს მთელი კარიერა ბრაზილიურ კლუბებში აქვს გატარებული, 44 წლის მეკარე ყველაზე დიდ ხანს (17 სეზონი) კრუზეიროში თამაშობდა.
GIGANTE, MONSTRO, HISTÓRICO... 🔥👏
— Esporte Na Band (@esportenaband) June 25, 2025
Fábio ultrapassou Buffon e se tornou o goleiro com mais jogos sem sofrer gols na carreira!#BandPlacar #EsporteNaBand pic.twitter.com/u8vUI6110s