Belive

ჯანლუიჯი ბუფონი : "ვნანობ, რომ 18 წლის ასაკში დიპლომი ვიყიდე"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯიჯი ბუფონმა თავისი კარიერისა და ცხოვრების საკვანძო მომენტები ბიელაში გამართულ ღონისძიებაზე მიმოიხილა. ლეგენდარულმა ყოფილმა მეკარემ, როგორც La Repubblica იტყობინება, გაამხილა რამდენიმე ამბავი მინდორზე გატარებული წლების შესახებ და ისაუბრა მოედნის მიღმა დაშვებულ „შეცდომაზეც“,

როდესაც სულ რაღაც 18 წლის ვიყავი ბევრ შეცდომას ვუშვებდი, რითაც ყველაზე ნაკლებად ვამაყობ, სკოლის დიპლომი ვიყიდე, ეს არასწორი და „მოკლე გზა“ იყო და ასეთი არასდროს ვყოფილვარ. მე მიყვარს ვიფიქრო, რომ ჩემი არასრულყოფილება მაახლოებს ადამიანებთან, მაქცევს უფრო ადამიანურად. - ჯიჯი ბუფონი

ერთადერთი, რაც ბუფონის უზარმაზარ კოლექციას აკლია ჩემპიონთა ლიგაა, იტალიელ ლეგენდას ლიგის 3 ფინალი აქვს წაგებული, თუმცა ამას სინანულის გარეშე იხსენებს. ყოფილმა მეკარემ, ახლა უკვე იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავისი ურთიერთობა "იუვენტუსთან", მისი ცხოვრების გუნდთან, ასე აღწერა:

ეს არასდროს ყოფილა ჭრილობა, მე ამას ისე ვიღებდი, როგორც გამოწვევას. ყოველწლიურად ვიბრძოდი მიმეღწია რაღაც ძალიან დიდისთვის. თუ საუბარი ზოგადია, ძალიან ვწუხვარ იუვეზე, თანაგუნდელებზე, მენეჯერებზე, რომლებსაც 30 წელია ეს თასი სწყურიათ, ჩემთვის ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება მხოლოდ სიხარულის მომტანი იყო - განაცხადა ჯიჯიმ

ბუფონი თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე 8-ჯერ გახდა სერია A-ს წლის საუკეთესო მეკარე, სამჯერ მოხვდა უეფას წლის საუკეთესო გუნდის კარში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა, 2008-ის ევროპის ჩემპიონატზე დონადონიმ იტალიის ნაკრების კაპიტნად დანიშნა და გუნდმა მეოთხედფინალამდე გააღწია, 2010 წლის მუნდიალზე ბუფონი ისევ წამყვანი მოთამაშე იყო, თუმცა პირველივე შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო.

სხვა სტატიები