Belive

ბუფონმა ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, ევროპის ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია:

,,საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის აშკარა ფავორიტია!

იტალია ეცდება, რომ მაყურებელს ლამაზი ფეხბურთი შესთავაზოს...'' - ჯანლუიჯი ბუფონი

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მოხვდა, სადაც ნიდერლანდების, ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

დეშამის გუნდი პირველ შეხვედრას 17 ივნისს, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებია, რომელმაც 2021 წელს ფინალში ინგლისი დაამარცხა.

სხვა სტატიები