,,ჯამბაზი არ ვარ და არც ვიქნები'' - პოსტეკოღლუს პასუხი ჟურნალისტს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერთან'' ევროპა ლიგის ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანგე პოსტეკოღლუმ, Evening Standard-ის ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა. ამავე ჟურნალისტმა პოსტეკოღლუზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,ბალანსი გმირსა და კლოუნს შორის, ტოტენჰემის ბედი ევროპა ლიგის ფინალში წყდება.''
ჟურნალისტი - თუ ხვალ მოიგებთ, ეს სეზონი კლუბის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, მაგრამ თუ წააგებთ, ყველა ცუდ სეზონად მოინათლება. მაინტერესებს, იაზრებთ თუ არა რომ ასეთი საშიშროების წინაშე დგახართ?
პოსტეკოღლუ - ეს ყველაფერი თქვენს შეხედულებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთს გეტყვით, ხვალინდელი შედეგის მიუხედავად, ჯამბაზი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები... იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც 26 წლის განმავლობაში ყველაფერს ყოველგვარი დახმარების გარეშე მიაღწია და ევროტურნირის ფინალში გავიდა, ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენებით იმედები გამიცრუეთ. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი წარუმატებლობის შემთხვევაში ჯამბაზი ვიქნები, არ ვიცი, ამ შეკითხვას როგორ ვუპასუხო... -
ხვალ, ევროპა ლიგის ფინალში, ერთმანეთს ,,ტოტენჰემი'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
"I will tell you one thing, irrespective of tomorrow, I'm not a clown and never will be."
— Football on TNT Sports (@footballontnt) May 20, 2025
Ange Postecoglou responds to a report that he would be a 'hero or clown' depending on the Europa League final result.
📺 @tntsports & @discoveryplusUK pic.twitter.com/Lh0irPXe7O