ტოტენჰემმა პოსტეკოღლუ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
ESPN-ის ცნობით, ტოტენჰემა ანჟე პოსტეკოღლუ გაათავისუფლა. ეს ამბავი გასაკვირია იმის ფონზე, რომ ავსტრალიელმა გუნდი ევროპა ლიგის გამარჯვებამდე მიიყვანა და 17-წლიანი უტიტულობა დაასრულა.
21 მაისს, ბილბაოში, ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა, რითაც პოსტეკოღლუს დაპირება შესრულდა - 'ის ყოველთვის იგებს ტიტულს მაშინ, როცა კლუბში მეორე სეზონს ატარებს'. ევროპული წარმატების მიუხედავად, ჩრდილოეთ ლონდონურმა გუნდმა პრემიერლიგაში მე-17 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი მარცხი განიცადა (22).
ტოტენჰემი კარაბაოს თასის ნახევარფინალში ლივერპულთან დამარცხდა, FA თასიდან კი ასტონ ვილამ, მეოთხე რაუნდიდან გააგდო.
პოსტეკოღლუმ ტოტენჰემი 2023 წლის ივნისში ჩაიბარა და პირველ სეზონში, გუნდს პრემიერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულებინა.
-Following a review of performances and after significant reflection, the Club can announce that Ange Postecoglou has been relieved of his duties.
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) June 6, 2025