Belive

ჯამალ მუსიალამ ტრავმა მიიღო | შესაძლოა დაზიანება სერიოზული აღმოჩნდეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ჯამალ მუსიალამ მარცხენა ფეხზე ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელი მიღებული დაზიანების გამო პერუსთან და ბელგიასთან ჩანიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს.

ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე ცნობილი არ არის, თუმცა, დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი "დორტმუნდთან" პრინციპულ შეხვედრას გამოტოვებს. აღნიშნული მატჩი პირველ აპრილს არის ჩანიშული.

მთავარი დაპირისპირება "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ელის. გერმანელი მედიკოსები ზუსტ ინფორმაციას ვერ ავრცელებენ, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს მუსიალა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიულ-მანჩსტერული დაპირისპირება 11 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები