ჯამალ მუსიალამ ისევ ტრავმა მიიღო
ჯამალ მუსიალასთვის გასული კვირა ისედაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა - კლუბის ხელმძღვანელობა საჯაროდ განიხილავდა როგორც მის ფიზიკურ კონდიციებს, ისე ახალ კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამ ხმაურიანი ფონის მიუხედავად, კუნთის გაწყვეტით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, იგი მოედანს დაუბრუნდა და კიოლნისა და ლილის წინააღმდეგ მატჩებში მცირე სათამაშო დრო მიიღო. თუმცა, ახალგაზრდა გერმანელი შემტევისთვის უიღბლობა ამით არ დასრულებულა: ლილთან შეხვედრაში მან კუნთის მორიგი დაზიანება მიიღო.
პარასკევს ბაიერნის სამედიცინო შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯამალ მუსიალას მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც მოედანს განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორდება.
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ჯამალ! - ვკითხულობთ ბაიერნის განცხადებაში
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Jamal Musiala faces another 𝟒–𝟔 𝐖𝐄𝐄𝐊𝐒 𝐎𝐔𝐓 after aggravating his thigh injury against Lille, reports @SkySportDE 🇩🇪💔
— 433 (@433) November 27, 2026
A broken leg, dislocated ankle, reported neurological issues, and recurring thigh injuries… it’s been a rough patch for Musiala… pic.twitter.com/s7zzJYl2dL
მართლაც სამწუხაროა, რომ მუსიალას კვლავ ლაზარეთში უწევს დაბრუნება, განსაკუთრებით იმ დიდი წნეხის ფონზე, რომლის ქვეშაც ბოლო პერიოდში იმყოფება. ფიზიკური ტრავმების მოშუშება თავისთავად რთულია, მაგრამ მსგავს სიტუაციას შესაძლოა უმძიმესი ფსიქოლოგიური დაღიც დაესვას. მუსიალასთვის მიმდინარე წელი ისედაც მძიმე აღმოჩნდა და პრობლემები ერთმანეთს ემატება.