Belive

ივლისის ბოლოს ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თითქმის 99%-ით გადაწყვეტილია, რომ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს ინფორმაციას ფრანგული გამოცემა RMC Sport ავრცელებს. საბოლოო განცხადებას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ივლისის ბოლომდე გამოაცხადებს, მანამდე კი სანდო წყაროს ცნობით შიდა სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებაზე მიდის მუშაობა.

ამ ფაქტს ისიც ამყარებს, რომ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ნაკრებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაემშვიდობება, ის ბოლო მატჩს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 19 ივლისს ბრინჯაოს მედლისთვის ჩაატარებს.

ასევე გავრცელდა ხმები, რომ ზიდანი ნაკრებს ევრო 2028-სა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.

სხვა სტატიები