Belive

ოლისე: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ასე დავასრულებდით"

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა, მაიკლ ოლისემ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დუმილი პირველად დაარღვია და საკუთარ იმედგაცრუებაზე საჯაროდ ისაუბრა. საფრანგეთმა, რომელიც მუნდიალის დაწყებამდე, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სახელდებოდა, საბოლოოდ, მეოთხე ადგილი დაიკავა.

"სამფეროვნებმა" მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყეს, მაგრამ ნახევარფინალში, ჩემპიონ ესპანეთთან, 2:0 დამარცხდნენ, რითაც ფინალის მიღმა დარჩნენ. მუნდიალის დასრულების შემდეგ კი, მაიკლ ოლისემ, ტურნირსა და საფრანგეთის ნაკრებზე, საკმაოდ ემოციურად ისაუბრა.

ჩვენთვის ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ. ტურნირის დასაწყისში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე დასრულდებოდა. ფეხბურთის ყველაზე დიდ ფორუმზე საფრანგეთის ნაკრების ფორმით გამოსვლა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და მომავალშიც ასე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოვიგე, ვამაყობ, რომ მუნდიალების ისტორიაში, საგოლე გადაცემების რეკორდი დავამყარე. თუმცა, ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ჩემ თანაგუნდელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და გულშემატკივრებთან ერთად, აქ ჩემპიონობას ვისურვებდი.

სწორედ ეს მიზანი მოგვცემს მოტივაციას მომავალშიც. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ სიხარულსა და დაუვიწყარ ემოციას გაჩუქებთ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო დიდიე დეშამს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში გამომიძახა და მენდო. ამის გამო, ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მადლობა საფრანგეთო. - მაიკლ ოლისე.

სხვა სტატიები