Belive

ოლივიე ჟირუს 21-წლიანი კარიერის დასასრული?!

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოლივიე ჟირუ 21-წლიანი პროფესიონალური კარიერის დასასრულებლად ემზადება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ უდიდესი ალბათობით ფეხბურთელის რანგში ბოლო სეზონს ატარებს.

ვფიქრობ, როგორც ფეხბურთელი უკანასკნელ სეზონს ვატარებ - სწორედ ამიტომ ვტკბები ველა მომენტით. - ოლივიე ჟირუ.

ოლივიე ჟირუს პროფესიონალური საკლუბო კარიერა 2005 წელს გრენობლში დაიწყო. სხვადასხვა დროს ფრანგმა ვარსკვლავმა არსენალის, ჩელსის, მილანისა და ლოს ანჯელესის მაისური მოირგო. ჟირუ 2025 წლიდან ლილის ღირსებას იცავს, სადაც 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს - ჟირუმ 137 მატჩში, 57 გოლი გაიტანა და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სხვა სტატიები