გარეთ საუთგეიტი: "არ მეშინია, რადგან ყველაფერი გამოვიარე"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩი გაიმართება. ფინალში ერთამენეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 1-თვიანი ტურნირის საუკეთესო გუნდად, თამაშის ხარისხის მიხედვით, უმრავლესობა ესპანეთის ნაკრებს მიიჩნევს და ამ ნაკრების ფინალში ყოფნა ლოგიკურია. ინგლისის შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია, მთელი ტურნირის განმავლობაში "სამი ლომი" მაყურებელზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა და ფინალამდე დიდი წვალებით მივიდა. საფინალო შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ისაუბრა.
მე არ მჯერა ზღაპრების, მაგრამ მწამს ოცნებების. ჩვენ გვქონდა ოცნება და ახლა საბოლოოდ ვიგრძენით ამის მნიშვნელობა, უბრალოდ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. აქამდე გავლილი გზა, გოლები ბოლო წუთზე და პენალტების სერიები აღარაფერს ნიშნავს კონკრეტულად ამ მომენტში.
ეს მშვენიერი ამბავია და ყველაფერი ჩვენს ხელშია - უნდა შევასრულოთ. არ მეშინია იმის, თუ რა მოხდება ხვალ, რადგან უკვე ყველაფერი გამოვლილი მაქვს. მინდა ეს უშიშრობა ჩემს ფეხბურთელებსაც ჰქონდეთ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერები ვართ, როგორც ერთიანი გუნდი - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა
ინგლისმა ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრებს, ბოლო წუთზე უოტკინსის მიერ გატანილი გოლით მოუგო (2:1), ესპანეთმა კი იმავე ანგარიშით დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი.