Belive

ივან ჰაშეკი: "ქართველმა ქომაგებმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონს საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მატჩით დაიწყებს. მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა ისაუბრა.

"მოედნის საფარს უნდა გადავხედოთ და კარგად შევისწავლოთ, მაგრამ იმედი გვაქვს წვიმიანი ამინდი მასზე და შესაბამისად ჩვენს თამაშსა და მატჩის შედეგზე გავლენას არ მოახდენს.

ჩვენი მიზანია, რომ 100%-ით მომზადებულები შევხვდეთ საქართველოს ნაკრებს, რათა ის შედეგი მივიღოთ, რომელიც სამომავლო წარმატების მისაღწევად დაგვეხმარება.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობის შერჩევის დროს ღრმად გავაანალიზეთ მეტოქის შესაძლებლობები და ნაკრებში ფეხბურთელები ამის მიხედვით გამოვიძახეთ.

ქართველ გულშემატკივარს ძალიან ვაფასებთ. მათ ევროპის ჩემპიონატის დროს შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეს", - ივან ჰაშეკი.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები