Belive

ივა გელაშვილი ლიეჟის სტანდარტში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივა გელაშვილი ლიეჟის "სტანდარტში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, ინფორმაციას calciospezia აქვეყნებს. ქართველი ფეხბურთელი სპეციას 2023 წელს იჯარით შეუერთდა, ცოტა ხნის წინ კი გახდა ცნობილი, რომ ივას იტალიური გუნდი არ გამოისყიდის, ის "დინამო ბათუმის" საკუთრებაა.

23 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გადავიდეს, რადგან მისი ტრანსფერით ორი ბელგიური გუნდია დაინტერესებული, შარლერუა და ლიეჟის "სტანდარტი".

ქართველმა მცველმა სერია B-ს 2023/24 წლების სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები