Belive

ივა გელაშვილი იბერიაში დაბრუნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივა გელაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს. 23 წლის მცველი ზაფხულის განმავლობაში სწორედ იბერიაში ვარჯიშობდა და ფაქტი იყო, რომ კარიერას იტალიურ "სპეციაში" აღარ გააგრძელებდა.

გელაშვილმა 2023/24 წლების სეზონი სპეციაში იჯარის წესით, ბათუმის "დინამოდან" გაატარა. მისი გამოსასყიდი თანხა 600 ათასი ევრო იყო, თუმცა ფეხბურთელმა თავად გადაწყვიტა სპეციას დატოვება. დინამო თანახმა იყო გამოსასყიდი თანხის შემცირებაზეც.

გელაშვილით დაინტერესებული იყვნენ ბელგიური „შარლერუა“ და ლიეჟის „სტანდარდი“, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. საქართველოში ბოლნისის "სიონსა" და იბერიაში (ყოფილი "საბურთალო") უთამაშია, ნაკრებში კი ყველა ასაკობრივი ეტაპი აქვს გამოვლილი და ძირითადი გუნდის მაისურით 90 წუთიც აქვს ჩატარებული - ამხანაგურ შეხვედრაში, ტაილანდის წინააღმდეგ (8:0).

სხვა სტატიები