გოლი და ასისტი | გიორგი კვერნაძის შეფასება სპეციასთან მატჩში
იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში სპეციამ ფროზინონეს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ამ უმნიშვნელოვანესი 3 ქულით ფროზინონემ მეორე ადგილი შეინარჩუნა, რაც სერია A-ში პირდაპირ დაწინაურების საგარანტიო ადგილია.
ბრწყინვალე ფორმაშია ქართველი ფორვარდი, გიორგი კვერნაძე, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მწვრთნელმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეცვალა. კვერნაძემ 37-ე წუთზე ჯერ თავად გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი პირველი გოლის მეპასეს უკვე თავად გაატანინა. გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და მას უკვე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მისი შეფასება 7.8-დან 8.1-დე იყო (FLASHSCORE-სა და SOFASCORE-ს მიხედვით).
ფროზინონე შემდეგი ტურის მატჩს შინ, 20 თებერვალს, ემპოლის წინააღმდეგ ჩაატარებს.
Frosinone and Monza respond with 3⃣ points and move closer to the top! ⚽
— Lega B (@Lega_B) February 15, 2026
Südtirol claim an away win at the San Nicola🏟️#SerieBKT #LaBChannel pic.twitter.com/CnN8lyL7gU