იბერიას ფრის შემდეგ საქართველო უეფას რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა
იბერია 1999 კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე მიალბის დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, 89-ე წუთზე კი ანგარიში ტომ პეტერსონმა გაათანაბრა.
აღნიშნული ფრის შემდეგ საქართველო უეფას რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და ჩრდილოეთ ირლანდიას გადაუსწრო, 2028/29 წლების სეზონიდან კი ევროტურნირებზე 3-ის მაგივრად 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი.
საქართველო უეფას ქვეყნების კოეფიციენტების რეიტინგში საუკეთესო 50-ეულში მოხვდა.
✅ CONFIRMED They've done it! Georgia 🇬🇪 secured four teams in Europe from season 2028/29! Northern Ireland ☘️ fall to only three... https://t.co/OvXIqc2RTO
— Football Meets Data (@fmeetsdata) October 22, 2026
იბერია 1999 2 ტურის შემდეგ კონფერენს ლიგაზე 1 ქულით 29-ე პოზიციაზეა.
მათი მომდევნო მატჩები ასე გამოიყურება:
26 ოქტომბერი - იბერია 1999 : ქუთაისის ტორპედო
31 ოქტომბერი - დინამო თბილისი : იბერია 1999
6 ნოემბერი - კოპენჰაგენი : იბერია 1999