Belive

იუვენტუსს დაკლებულ ქულებს დაუბრუნებენ?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქმეში გამოვლენილი ახალი მტკიცებულებების შედეგად, ტურინის "იუვენტუსს" შესაძლოა სერია A-ში დაკლებული 15 ქულა დაუბრუნდეს, რის შემდეგაც "ბებერი ქალბატონი" კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში აღმოჩნდება.

  • "იუვენტუსს" 15 ქულა დააკლეს
  • "ბიანკონერიმ" სასჯელი გაასაჩივრა
  • აპელაცია დაკმაყოფილების ზღვარზეა

მიცემულ ჩვენებაში, სპორტის გენერალურმა პროკურორმა (CONI) უგო ტაუსერმა აღნიშნა, რომ სავარაუდო ფინანსური დარღვევებისა და ყალბი აღრიცხვის გამო "ბიანკონერისთვის" დაკისრებული სასჯელი არარელევანტურია. პროკურორის მტკიცებით, მოტივაციის ასპექტში, დარღვევა ცხადად არ იკვეთება და მიღებული გადაწყვეტილება შესაცვლელია.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ტაუსერი აღნიშნავს, რომ "ბიანკონერის" ქულები უსამართლოდ დააკლეს - შესაბამისად ფედერალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს და ტურინულ გრანდს ქულები დაუბრუნოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფედერალური სასამართლო სასჯელს გააუქმებს, "იუვენტუსს" ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნდება და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლებს. ამის შემდეგ საქმის განხილვამ შესაძლოა ზედა ინსტანციაში გადაინაცვლოს, თუმცა გარდამავალ პერიოდში, "იუვენტუსს" 15 ქულა შეუნარჩუნდება.

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები შიშობენ, რომ "ბიანკონერისთვის" ქულების დაბრუნება და სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში დასრულება, ძალზედ საეჭვო გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც სერია A-ს ბინადარი კლუბებისგან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვება.

სხვა სტატიები