Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი'' ,,იუვენტუსს'' ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 86 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ დი ლორენცოსა (7,7) და ოლივერას (7,5) ჩამორჩა.

ხვიჩა ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ბურთს სულ 73-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 48-დან 43 სწორი გადაცემა გააკეთა (90%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში ასევე 7,2 ქულით შეაფასა.

31 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 78 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 აპრილს, ,,სალერნიტანას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები