Belive

იუვე, რომა, ლაციო - რა შემთხვევაში გადაწყდება ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მონეტის აგდებით?!

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონი მრავალი გარემოებითაა საინტერესო - საჩემპიონო ბატალიები ბოლო ტურამდეა შემორჩენილი და მხოლოდ 24 მაისს გვეცოდინება, თუ ვინ მოიპოვებს სკუდეტოს - ნაპოლი თუ ინტერი...

სკუდეტოსთვის ბრძოლის პარალელურად, არანაკლები დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრადაა გაჩაღებული. ნაპოლი, ინტერი და ატალანტა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გარანტირებულად ითამაშებენ, თუმცა დარჩენილი მე-4 კვოტისთვის იუვენტუსი, რომა და ლაციო იბრძვიან.

ფინალური ტურის წინ, მომგებიან პოზიციაში ბიანკონერი იმყოფება, რომელიც 67 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. რომა 66 ქულით, მე-5 ადგილზეა, ხოლო მეექვსე ადგილოსან ლაციოს 65 ქულა აქვს. ყველაფერი სერია A-ს დასკვნით ტურში გადაწყდება, მაგრამ არსებობს თეორიული შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მეოთხე გუნდის გამოსავლენად, მონეტის აგდება გახდეს საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ იუვენტუსი და რომა თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ხოლო ლაციო ლეჩეს ვერ დაამარცხებს, მე-4 ადგილოსანი გუნდი შემდეგი პრინციპით გამოვლინდება:

  • ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულები

  • ურთიერთშეხვედრებში გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსი

  • ჩემპიონატში გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსი

  • გატანილი გოლები

  • მონეტის აგდება

რა შემთხვევაში გამოვლინდება მე-4 ადგილოსანი მონეტის აგდებით:

  • იუვენტუსი ვენეციასთან 3:0 მარცხდება, რომა - ტორინო სრულდება ფრედ 1:1, ლაციო ვერ ამარცხებს ლეჩეს

  • იუვენტუსი ვენეციასთან 4:1 მარცხდება, რომა - ტორინო სრულდება ფრედ 2:2, ლაციო ვერ ამარცხებს ლეჩეს

სხვა სტატიები