Belive

იუვენტუსმა დი მარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანხელ დი მარია კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. ინფორმაცია ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში ახლახანს ჩაფრინდა და მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. "იუვენტუსმა" დი მარიას დამატება უფასოდ მოახერხა. როგორც იცით, 7-წლიანი პარიზული კარიერის შემდეგ, 34 წლის ვინგერმა "პსჟ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გარდა დი მარიასა, "ბებერი ქალბატონები" ზაფხულში პოლ პოგბას ტრანსფერის განხორციელებასაც გეგმავენ. ანხელმა საფრანგეთში თამაშისას ქვეყნის ჩემპიონობა 5-ჯერ მოიპოვა. დი მარიას "პსჟ"-სთან საერთაშორისო ტურნირი არ მოუგია, თუმცა 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანგებმა "ბაიერნთან" წააგეს.  

სხვა სტატიები