ალ აჰლიმ პოგმას 3 წელიწადში 150 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ალ აჰლი'' ტურინის ,,იუვენტუსის'' ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არაბულმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რა დროშიც პოგბა 150 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ,,ალ აჰლიმ'' ფრანგს 100-მილიონიანი შეთავაზებით (3 წელიწადში) უკვე მიმართა, რაზეც უარი მიიღო.
,,იუვენტუსი'' ნახევარმცველის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 10 მილიონ ევროდ გეგმავს, თუმცა თავად პოგბას ტურინული კლუბის დატოვება არ სურს.
,,ალ აჰლიმ'' წელს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი უკვე გაიფორმა - არაბებმა ,,ლივერპულიდან'' რობერტო ფირმინო, ,,ჩელსიდან'' კი ედუარ მენდი გადაიყვანეს.
Saudi Arabia are now offering €150m on a three-year deal to Paul Pogba (30), reports @GiovaAlbanese. Karim Benzema and N'Golo Kante are pushing for the midfielder to join a Saudi Arabian club, with both Al-Ahli and Al-Ittihad keen.https://t.co/aYEG7fa70s
— Get Italian Football News (@_GIFN) July 11, 2023