Belive

ალისონის ტრანსფერი ჩაიშალა - იუვენტუსის შემდეგი არჩევანი ემილიანო მარტინესია

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

იუვენტუსის ახალი არჩევნი მეკარის პოზიციისთვის ემილიანო მარტინესია, გამომდინარე იქედან, რომ ალისონ ბეკერის ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ მეკარესა და იუვენტუსს შორის პირადი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, ლივერპული არ აპირებს ალისონის გაყიდვას და მის კონტრაქტშიც დამატებით 12-თვიანი გახანგრძლივების პუნქტი გაააქტიურა.

ლივერპული გუნდის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კლუბი მთავარმა მწვრთნელმა და რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა.​​

იტალიური გამოცემა „La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, მთავარი ალტერნატივა სწორედ ემილიანო მარტინესია. ასტონ ვილას მეკარე, მზად არის კარიერაში ახალი გამოწვევა მიიღოს. 33 წლის არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი სრულად შეესაბამება მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნებს გამოცდილებისა და ლიდერული თვისებების მხრივ.

მარტინესის ფასი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს, რაც იუვენტუსის ბიუჯეტში ჯდება. თუმცა მთავარი პრობლემა მისი ხელფასია - მეკარე წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ევროს იღებს, რაც ტურინელებისთვის საკმაოდ მაღალი თანხაა.

იუვენტუსი ზაფხულში გუნდის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს. კლუბი ასევე ემზადება დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო წასვლისთვის და მიღებული რესურსების სხვა მნიშვნელოვანი პოზიციების გასაძლიერებლად გამოყენებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ტურინელებისთვის ერთ-ერთი ალტერნატივა გილიერმო ვიკარიოსთან ერთად გიორგი მამარდაშვილიცაა, ალისონის მერსისაიდულ კლუბში დარჩენის შემთხვევაში ქართველი მეკარის წასვლის ალბათობა საგრძნობლად იზრდება. 

სხვა სტატიები