ერთ-ერთი საუკეთესო იყო | გიორგი მამარდაშვილის შეფასება ტოტენჰემთან მატჩში
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში ლივერპულმა ტოტენჰემს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და SofaScore-სგან 7.5-ქულიანი შეფასება მიიღო.
მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა 5-ჯერ მოიგერია, ბურთს სულ 50-ჯერ შეეხო და 37-დან 24 (65%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
7,3 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Flashscore-მა, 7-ით კი - Whoscored-მა.
ლივერპული მომდევნო მატჩს კვირას, 20 სექტემბერს, პრემიერლიგაში, ბორნმუთის წინააღმდეგ გამართავს.
მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით 15 მაისის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.