იუვენტუსი დიოკერეშის ტრანსფერის განსახორციელებლად 8 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
ტურინის იუვენტუსი სპორტინგის ვარსკვლავის, ვიქტორ დიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობს. ტურინელების ინტერესი სერიოზულია და გუნდი გიჟური ნაბიჯის გადადგმასაც აპირებს. პორტუგალიური კლუბი დიოკერეშის გაყიდვას დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აპირებს, ამ ტრანსფერის დასაფინანსებლად კი იუვენტუსს განზრახული აქვს, რომ გუნდიდან 8 ფეხბურთელი გაუშვას, ინფორმაციას Corriere dello Sport აქვეყნებს.
27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იუვენტუსი ამ ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს: დუშან ვლაჰოვიჩი, დუგლას ლუისი, ლოიდ კელი, სამუელ მბანგულა, არკადიუშ მილიკი, მატია პერინი, დანიელე რუგანი და ფილიპ კოსტიჩი.
ვიქტორ დიოკერეშის ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედიც და არსენალიც აქტიურად მუშაობენ, მაგრამ პორტუგალიური მედიის ინფორმაციით შვედმა ფეხბურთელმა რუბენ ამორიმის გუნდში გადასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც არსენალს შანსი დარჩა ფეხბურთელის გასაფორმებლად. ჯერჯერობით ლონდონურმა კლუბმა სპორტინგს 65 და 70 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ინგლისელებმა უარი მიიღეს.
ვიქტორ დიოკერეშმა სპორტინგის ბოლო 2 სეზონში 97 გოლი გაიტანა, 28 საგოლე გადაცემა გააკეთა და ზედიზედ 2-ჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი.