Belive

"იუვენტუსის ადგილას მე ტონალის შეძენას და კიეზას დაბრუნებას ვეცდებოდი" - ლუკა ტონი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ მომდევნო სეზონში იუვენტუსის სკუდეტოს მოგების შანსებზე ისაუბრა. 48 წლის ყოფილმა ფორვარდმა ასევე იმ რამდენიმე ფეხბურთელის ვარიანტი დაასახელა, რომელიც იგორ ტუდორის გუნდს წაადგება და სერია A-ს სხვა გუნდებთან კონკურენციის გაწევას შეძლებს.

იუვენტუსს თუ სურს ტოპ გუნდებთან მიახლოება და სკუდეტოს რბოლაში დაბრუნება თამაში უნდა გააუმჯობესოს. მე ტონალის შეძენას ვეცდებოდი, ის ძვირია, მაგრამ ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერებაში და შეცვლაში შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს. ასევე იუვენტუსის ადგილას ვეცდებოდი, რომ კიეზა იჯარით დამებრუნებინა, ის ლივერპულის პროექტს თითქმის გამოეთიშა, ამიტომ ვფიქრობ, რომ დაბრუნებაზე ისიც თანახმა იქნებოდა.

თუკი იუვენტუსი ზოგიერთ ძირითად მოთამაშეს გაუშვებს, ეს მათთვის ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ცუდ შედეგს მოიტანს და თუ ტურინული გუნდი ვლაჰოვიჩს შეელევა, მათ 2 ან 3 დიდი შენაძენი დასჭირდებათ.

ამჟამად, იუვენტუსსა და ნაპოლი-ინტერის დუეტს შორის დიდი გზაა გასავლელი. რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის მილანს, ისინი ევროთასებზე არ ასპარეზობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ ლიგის ზონაში მოხვედრაზე ფოკუსირდნენ. ასე რომ ჩემი აზრით ბიანკონერის რაღაც აკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწორ ნაბიჯს გადადგამენ და ტუდორის გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება. - ლუკა ტონი

სხვა სტატიები