Belive

იუვენტუსი დიდიე დეშამს ლუჩიანო სპალეტის შემცვლელად განიხილავს

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი დიდიე დეშამს ლუჩიანო სპალეტის შესაძლო შემცვლელად განიხილავს. ფრანგ სპეციალისტს ტურინულ კლუბში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. დეშამი 2006/07 წლებში იუვენტუსს ხელმძღვანელობდა და გუნდი სერია ა-ში დააბრუნა. გარდა ამისა, დეშამს იუვენტუსის რიგებში 1995/96 წლებში, ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული.

იუვენტუსი, ჯენოასთან მარცხის შემდეგ, მერვე ადგილზეა და უკვე სამი წაგება აქვს. წარუმატებელი შედეგების ფონზე, სპალეტის პოზიციები სულ უფრო სუსტდება. La Stampa-ს ცნობით, დეშამი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სამწვრთნელო საქმიანობის განახლებას გეგმავს და შესაფერის შეთავაზებას ელოდება.

დეშამის გარდა, იუვენტუსის ხელმძღვანელობა შესაძლო კანდიდატებად, ანტონიო კონტესა და სტეფანო პიოლისაც განიხილავს. სპალეტის, სიტუაციის გამოსასწორებლად, მომდევნო სანაკრებო პაუზამდე, სამი მატჩი აქვს დარჩენილი. მომდევნო შეხვედრაში, ტურინელები ნაპოლის უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები