დიდიე დეშამი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი გახდეს
დიდიე დეშამის მომავალს ბოლო პერიოდში რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირებენ. ფრანგი სპეციალისტის კანდიდატურა განიხილებოდა ტურინის „იუვენტუსშიც“, თუმცა, როგორც ჩანს, იტალიური კლუბი მისთვის პრიორიტეტული არ არის. ამასთან, დეშამის მიმართ ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ გამოხატა.
მანჩესტერულ კლუბში რთული ვითარებაა. მაიკლ კერიკის პოზიცია შეირყა და მიუხედავად „რომასთან“ მოგებისა, მისი მომავალი ბუნდოვანია. ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს. კანდიდატთა შორის იულიან ნაგელსმანი და უნაი ემერიც სახელდებიან, თუმცა ემერი, სავარაუდოდ, „ასტონ ვილაში“ დარჩება.
🚨 EXCLU FM : MANCHESTER UNITED A CONTACTÉ DIDIER DESCHAMPS ! 🇫🇷👀 avec @Santi_J_FM
— Foot Mercato (@footmercato) November 5, 2026
Les Red Devils auraient pris des renseignements auprès du sélectionneur français, qui se retrouve libre de tout engagement depuis son départ de l’Équipe de France.
Didier Deschamps sur le banc… pic.twitter.com/TqJFAzHUw5
რაც შეეხება დეშამს, ის „მანჩესტერის“ ჩაბარების იდეით დიდად მოხიბლული არ არის. კლუბში არსებული არასტაბილურობა, გულშემატკივრების უკმაყოფილება და სატრანსფერო პოლიტიკაში კითხვის ნიშნები ფრანგს აყოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს (1999-2000 წლებში „ჩელსიში“ ითამაშა), გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებს.
დეშამი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მომდევნო ზაფხულამდე მოიცადოს და საქმეს ახალი სეზონიდან დაუბრუნდეს. საინტერესოა, რომ ფრანგი მენეჯერი მადრიდის „რეალის“ კანდიდატთა სიაშიც იყო.