უდინეზეს მფლობელი: "გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძემ გვირჩია"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
21 აგვისტოს, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი - საბა გოგლიჩიძე, უდინეზეში წარადგინეს. მის წარდგენას კლუბის მფლობელი - ჯამპაოლო პოცო დაესწრო, რომელმაც გოგლიჩიძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტრანსფერი გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურებაა.
"საბა გოგლიჩიძე ჩვენთან, მაესტრო - გიორგი ჩაკვეტაძის რჩევით მოვიდა, რომელიც ჩვენი ჯგუფის მეორე გუნდში უოტფორდში თამაშობს.
მან საბაზე საოცრებები მითხრა, როგორც ფეხბურთელზე, ასევე როგორც ადამიანზე. ვიმედოვნებთ, რომ იგი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი გახდება" - ჯამპაოლო პოცო
შეგახსენებთ, რომ უდინეზეს და უოტფორდს სწორედ პოცოების ოჯახი ფლობს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი 2024 წლის იანვარში ქუთაისის ტორპედოდან სერია A-ს წარმომადგენელ ემპოლიში გადაბარგდა, რომელშიც 36-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. ახალ გუნდთან საბა გოგლიჩიძემ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერი კი უდინელებს 4 მილიონი ევრო დაუჯდათ.