Belive

იურგენ კლოპმა ლივერპულის მომავალ მწვრთნელს უმღერა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იურგენ კლოპი ენფილდს თითქმის ცხრა წლის შემდეგ ტოვებს. მისი ბოლო მატჩი იყო ემოციურად დატვირთული იყო და "ლივერპულმა" "ვულვზს" 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ, მწვრთნელისადმი გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო, სადაც სიტყვით გულშემატკივრებს თავად კლოპმაც მიმართა. აღსანისნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა ერთ-ერთი სიმღერა კლუბის მომავალ მწვრთნელს არნე სლოტს მიუძღვნა.

სლოტმა, რომელიც 2021 წლიდან ნიდერლანდური „ფეიენოორდის“ მწვრთნელია, პარასკევს განაცხადა, რომ ის იქნება ლივერპულის შემდეგი მწვრთნელი. ოფიციალურად არცერთ კლუბს არ დაუდასტურებია, მაგრამ სავარაუდოდ, ლივერპული მას მომავალ კვირას წარადგენს.

თქვენ ისევე უნდა მიესალმოთ ახალ მენეჯერს, როგორც მე. აქ მოსვლის პირველივე დღიდან შედიხარ ოლ-ინს (ყველაფერს). რადგან უნდა დაიჯერო წარმატების და გუნდიც აგყვება. ცვლილება კარგია.

ჩვენ გვაქვს ეს მშვენიერი სტადიონი, შესანიშნავი სასწავლო ცენტრი, გვყავს მსოფლიო დონის ტალანტები. ჩვენ ვწყვეტთ, დავიჯერებთ თუ არა, ჩვენ ვწყვეტთ ვენდოთ თუ არა და დღეიდან მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და მე მჯერა. - მიმართა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კლოპმა ენფილდს

ლივერპულში ყოფნის თითქმის 9 წლის განმავლობაში კლოპმა ახალი ეპოქა შექმნა. მან ლივერპულს წარსული დიდება დაუბრუნა, მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და რაც მთავარია, 3 ათწლეულის განმავლობაში ნანატრი პრემიერლიგის ტიტული.

სხვა სტატიები