Belive

როგორია იდეალური მწვრთნელი რობერტ ლევანდოვსკის ვერსიით?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის, სხვადასხვა თვისებებით გამორჩეული სპეციალისტებისგან იდეალური მწვრთნელის დასახელება სთხოვეს:

  • ტაქტიკური უნარები - პეპ გვარდიოლა

  • გუნდის მართვა - ჰანსი ფლიკი

  • ფეხბურთელების მოტივირება - იურგენ კლოპი

  • დიდ მატჩებში მუშაობა - კარლო ანჩელოტი

  • ჩაცმის სტილი - იულიან ნაგელსმანი

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლია. 37 წლის ფეხბურთელს ჯერჯერობით კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.

სხვა სტატიები