Belive

იურგენ კლოპი: "ტოტენჰემთან მატჩის ერთადერთი ლოგიკური შედეგი გამეორებაა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში "ტოტენჰემმა" - "ლივერპული" - 2:1 დაამარცხა. მატჩში ლუის დიასის გოლი VAR-ის სისტემაზე მომუშავე და მოედნის მსაჯებს შორის კომუნიკაციის პრობლემის გამო არასამართლიანად გაუქმდა, რასაც ინგლისურ ფეხბურთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

PGMOL release VAR audio of Luis Diaz disallowed goal in Tottenham vs  Liverpool | OneFootball

"ვფიქრობ, რომ "ტოტენჰემი" - "ლივერპულის" მატჩის შედეგის ერთადერთი ვარიანტი, გადათამაშებაა, თუმცა, ეს სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.

ეს აშკარა შეცდომაა, რომლისთვისაც ვფიქრობ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა არსებობდეს.

მე მიჩვეული ვარ არასწორ და რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და ამიტომ ვფიქრობ, რომ განმეორება სწორია.

ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევის პროცესში ვართ",
- თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

მერსისაიდელებს ინგლისის ელიტარულ ლიგაში 7 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ დაგროვებული და მე-4 პოზიციას იკავებენ. "ლივერპული" მომდევნო მატჩს "ბრაიტონის" წინააღმდეგ, 8 ოქტომბერს გამართავს.

სხვა სტატიები