იურგენ კლოპი შესაძლოა გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდეს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა იურგენ კლოპი დაინიშნოს, ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვარიანტი ძალიან რეალურია და შესაძლოა სწორედ 58 წლის სპეციალისტმა შეცვალოს ასევე გერმანელი იულიან ნაგელსმანი, მას ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
იურგენ კლოპის მწვრთნელად დაბრუნებაზე სხვადასხვა გავლენიან გამოცემებში ხშირად იწერება, ბოლოს ის რეალ მადრიდს დაუკავშირეს, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი თუ მოლაპარაკებები დადებითად წარიმართება ის გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.
Directeur du football mondial du groupe Red Bull depuis octobre 2024, Jürgen Klopp pourrait faire son retour sur un banc en tant que coach et selon le quotidien allemand Bild, il pourrait rependre la sélection allemande. ➡️ https://t.co/gq162YG1iW pic.twitter.com/RJd78xwopw
— L'Équipe (@lequipe) March 11, 2026
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი ლივერპულს 9 წლის განმავლობაში წვრთნიდა (2015-2024 წლებში). მან ინგლისურ გუნდში ყოფნის პერიოდში თითო-თითოჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA CUP, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო თასი, 2-ჯერ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ასევე ინდივიდუალურ ჯილდოებს თუ გადავხედავთ, 2-ჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში.
მერსისაიდული გუნდიდან წასვლის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი რედ ბულში ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდა.