Belive

იურგენ კლოპი იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მენეჯერად, იურგენ კლოპი დასახელდა. გერმანელი სპეციალისტის მეთაურობით, "ლივერპულმა" იანვარში დაუმარცხებლად იასპარეზა - პრემიერ ლიგაში, ასოციაციის თასსა და ლიგის თასზე, მერსისაიდელებმა 6 მატჩი გამართეს, საიდანაც 5 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მენეჯერად მეათედ დასახელდა. 2019/20 და 2021/22 წლებში, კლოპი სეზონის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.

სხვა სტატიები