Belive

სლოტი: ,,ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. მომენტებს ვქმნიდით, შემდეგ კი გოლი გავუშვით. გასული კვირის შემდეგ, იღბალი დაგვაკლდა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გოლის გაშვებას არ ვიმსახურებდით. შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ. ასე მოხდა წინა მატჩში, როცა პსჟ-მა ითამაშა ბრწყინვალედ. დამატებით დროში მეტოქე ოდნავ უკეთესი იყო. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, ჩვენ კი, ნიდერლანდელებმა, ვიცით, როგორია მისი წაგება.

ახლა ყველა იმედგაცრუებულია. ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, ისინი ამტანები არიან. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, რომ მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით, ფრედ დასრულებულიყო. - არნე სლოტი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' დაპირისპირებაში გაირკვევა.

სხვა სტატიები