იურგენ კლინსმანი დიდ ფეხბურთში დაბრუნდა! - გერმანელმა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბარა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის უმძიმესი იყო, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ანტე ჩოვიჩი ჰერტას წევრი იყო. ის გუნდს მთელი ენერგიით და მომდომებით უძღვებოდა, თუმცა უკანასკნელი შედეგების ფონზე, გადავწყვიტეთ რომ გუნდში სიახლე იყო საჭირო," განაცხადა "ჰერტას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პრეცმა.ანტე ჩოვიჩი 2003-2010 წლებში "ჰერტას" ფეხბურთელი იყო. 2013 წელს, იგი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო 2019 წელს კი, გუნდის ხელმძღვანელობამ მას ძირითადი გუნდიც ჩააბარა. ჩოვიჩის ხელძღვანელობით, "ჰერტამ" ბუნდესლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 11 ქულა მოაგროვა. ამ შედეგით, ბერლინური გუნდი მე-15 პოზიციას იკავებს, რაც მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი გახდა. რაც შეეხება იურგენ კლინსმანს - გერმანელს სამწვრთნელო კარიერა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი. უკანასკნელად, იგი აშშ-ის საფეხბურთო ნაკრებს ხელმძღვანელობდა (2011-2016). ბერლინის "ჰერტაში" კი იგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.