Belive

ვაკო გვილიამ კარიერის საუკეთესო ნიშნულს მიაღწია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვაკო გვილია ვარშავას "ლეგიაში" შესანიშნავად გამოიყურება. 25 წლის ნახევარმცველი პოლონურ გუნდში გასული წლის ზაფხულში გადავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა "ლეგიას" მაისური მიმდინარე სეზონში 30-ჯერ მოირგო და 5 გოლსა და 7 ასისტს მოუყარა თავი. გერმანულმა სატრანსფერო სააგენტომ Transfermarkt პოლონეთში მოთამაშე ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა. ცვლილება შეეხო ვაკო გვილიასაც, რომლის ფასი გაორმაგდა და ახლა 2 მილიონ ევროს შეადგენს. ქართველი ნახევარმცველისთვის ეს კარიერის საუკეთესო ნიშნულია.

სხვა სტატიები