Belive

"იცით რატომ არის მესი საუკეთესო?"- პეპ გვარდიოლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც პეპ გვარდიოლა საკუთარ  ფეხბურთელებს უხსნის თუ რატომ არის ლიონელ მესი საუკეთესო. აღნიშნული ნაწყვეტი, "მანჩესტერ სიტის" ახალი დოკუმენტური ფილმიდანაა. ეს ნამუშევარი გვიჩვენებს, თუ როგორი იყო "ქალაქელების" 2020/2021 წლების საჩემპიონო სეზონი კულისებს მიღმა. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ბრიუგესთან". გასახდელში შესულ ფეხბურთელებს გვარდიოლა ეუბნება თუ რატომ არის მესი საკუთესო.

"იცით რატომ არის მესი საუკეთესო ფეხბურთელი? იმიტომ, რომ ის ცხოველია. ჩვენ ბურთს ვკარგავთ და უბრალოდ ვუყურებთ, თუ რას მოიმოქმედებს მეტოქე. როდესაც გადაცემას გააკეთებ უნდა შეუტიო! გოლები უნდა გაიტანოთ, ბიჭებო! მესი ბურთს აწვდის და მაშინვე გოლზე ფიქრობს. ის გოლის სუნს ყველგან გრძნობს."
     

სხვა სტატიები