Belive

იუნაიტედი და სიტი დონარუმას ჩაუსაფრდნენ - პსჟ მეკარის შეცვლას აპირებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი მზად არიან - ჯანლუიჯი დონარუმა ამ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენის დატოვების კანდიდატია და ინგლისელებს მასზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული. პსჟ-მ ლილის მეკარესთან, ლუკას შევალიესთან უკვე მოასწრო პირად კონტრაქტზე შეთანხმება, პარიზელები მას დონარუმას შემცვლელად მიიჩნევენ, რადგან იტალიელს კონტრაქტით მხოლოდ 1 წელი დარჩა, გახანგრძლივება კი ვერ ხერხდება.

L’Equipe-ის ცნობით, მას შემდეგ რაც პსჟ-მ შევალიესთან პირადად მოაგვარა, კლუბთან მოლაპარაკებებზეც გადავა და ლილს 40 მილიონ ევროს (საწყის ეტაპზე) შესთავაზებს.

პსჟ-მ ვერ შეძლო დონარუმას დარწმუნება, რომ ახალი კონტრაქტი გაეფორმებინათ. კლუბის ხელმძღვანელებს არ სურთ კილიან მბაპეს მსგავსი სიტუაციის გამეორება, როდესაც საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კლუბი 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და რეალ მადრიდს შეუერთდა. ამრიგად, პსჟ მზად იქნება, იტალიელი ახლავე გაასხვისოს.

სხვა სტატიები