რობერტო მარტინესი: "ეს გამარჯვება ჟოტას და მის ძმას ეძღვნებათ"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიასთან გამართული დრამატული და ურთულესი 1/16-ფინალური მატჩის შემდეგ (2:1), პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელისგან ემოციური კომენტარები გაკეთდა.
გუნდმა ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება თანაგუნდელ დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის ხსოვნას, ასევე მთელ პორტუგალიას მიუძღვნა.
„ეს გამარჯვება დიოგუ ჟოტასთვის, ანდრესთვის და მთელი პორტუგალიელი ხალხის სიძლიერისთვისაა... დიახ, ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როგორ ვუპასუხეთ ამ დარტყმას, როგორ ვიბრძოლეთ და შემოვატრიალეთ თამაში.
ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით, ამ მატჩმა აჩვენა, რომ მრავლად პრობლემები გვაქვს და მომავალი მატჩისთვის ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ.
ესპანეთზე და მათთან თამაშზე მაშინ ვისაუბრებ, როცა ამის დრო მოვა..." - რობერტო მარტინესი
შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა თავის ძმასთან, ანდრე სილვასთან ერთად ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.
დღეს კი ზუსტად 1 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან...
პორტუგალიისა და ესპანეთის დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.