Belive

იულიან დრაქსლერი კარიერას კატარში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ,,ალ აჰლიში'' ითამაშებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანელი კატარულ გუნდში სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დრაქსლერი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2017 წლიდან თამაშობს. 29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ,,ბენფიკაში'' გაატარა და 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

,,ალ აჰლისთვის'' კატარის ჩემპიონატის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო - გუნდს 3 ტურის შემდეგ 3 მარცხი აქვს და უქულოდაა.

სხვა სტატიები