იულიან დრაქსლერი კარიერას ალ აჰლიში გააგრძელებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულიან დრაქსლერი კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს. როგორ ცნობილი გახდა, გერმანელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა. 29 წლის ფეხბურთელი კატარულ კლუბში 2025 წლამდე დარჩება. ფრანგული მედიის ცნობით, დრაქსლერის სატრანსფერო ფასმა 9 მილიონი ევრო შეადგინა.
Julian #Draxler ist zum Medizincheck in Katar! 🇶🇦#PSG #AlAhli #AlAhliSC https://t.co/ZsRJQtTfcb
— Transfermarkt (@Transfermarkt) September 17, 2023
აქვე იმასაც გეტყვით, რომ კატარში კიდევ ერთი პარიზელი ითამაშებს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ "ალ არაბიმ" მარკო ვერატის ტრანსფერი გააოფიციალურა. კატარულმა გუნდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა